Wednesday, July 14, 2010



1 .პროექტის სახელი: ,,ჭედური ხელოვნება“.
2.პროექტის მოკლე აღწერა:–ჭედური ხელოვნების ნიმუშების გაცნობა.
3.პროექტის სრული აღწერა: –მოსწავლეები მოიძიებენ ჭედური ხელოვნების წარმოშობის ისტორიას. გაეცნობიან მუზეუმებში დაცული ქართველი ოქრომჭედლების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. აგრეთვე უნდა გაეცნონ თანამედროვე ოსტატებს და მათ ნამუშევრებს და საზოგადოებას გააცნონ ქართული ხელოვნების ეს დარგი. შეაგროვონ ფოტო–მასალა ჭედური ხელოვნების ნიმუშების გამოყენებით.
4.მონაწილეთა ასაკი: –11–12 წელი.
5.ვადები–ხანგრძლივობა: –2–3 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:–
  • სამუშაო გეგმის შემუშავება.

  • ჯგუფების ორგანიზება.
  • ინფორმაციის და ფოტოების მოძიება ინტერნეტის საშუალებით და მათი დახარისხება.
  • მოძიებული მასალით პრეზენტაციის გაკეთება.
  • ჭედური ხელოვნების პოპულარიზაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები: –საზოგადოებამ და უპირველესად მოსწავლეებმა გაიცნონ ხელოვნების ეს დარგი, მისი შექმნის ისტორია, ჭედური ხელოვნების შექმნის ტექნოლოგიები, დააინტერესონ მსმენელი ხელოვნების ამ უძველესი დარგის შესწავლით.
პროექტის მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები, გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების და მსჯელობის უნარები.
8.სარგებელი სხვებისთვის: –გაეცნონ ჭედურ ხელოვნებას და პოპულარიზაცია გაუწიონ ხელოვნების ამ დარგს.
9.სამუშაო ენა: –ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:–––
11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: –გაკვეთილის ფარგლებში მიღებულ ცოდნას მჭიდრო კავშირი აქვს ისტორიასთან.
12.პროექტის ფასილიტატორი: –ხათუნა მაძღარაშვილი.
13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა:–khatuna.madzgarashvili@gmailcom.
14.პროექტის ფორუმი.